21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 16:43:15, 2570 ნახვა

მსოფლიო
აქცია კიევში - უკრაინელი ნაციონალისტები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში ასობით მოქალაქე აქციას მართავს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციასთან პარტია "ნაციონალური კორპუსის" და სხვა ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრები არიან შეკრებილები. ისინი ითხოვენ, ქვეყნის პრეზიდენტმა სამხედო მდგომარეობა გამოაცხადოს.

"ვითხოვთ, რომ 30 დღის განმავლობაში სამხედრო  მდგომაროება გამოცხადდეს. თუმცა პარალელურად უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ ექნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ უმაღლესმა რადამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახნის უფლება ჰქონდეს. მომიტინგეები აქციის გამართვას პარლამენტთანაც აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics