21:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:23:57, 2771 ნახვა

მსოფლიო
ხანძარი კალიფორნიაში - დაიღუპა 84 ადამიანი, 1000-ზე მეტი კი, დაკარგულია

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC NEWS იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო. მათივე მტკიცებით, 64 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა. 

მედიის ცნობით, 1202 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 57 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 2 კვირის განმავლობაში ებრძვიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics