04:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 10:50:57, 1068 ნახვა

საზოგადოება
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა „Global Finance" „თიბისი ბანკი“ 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად აღიარა საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების მიმართულებით.

ჯილდო ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, მომხმარებლების კმაყოფილების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია „Global Finance"-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძალისხმევას, საუკეთესო ფინანსური მომსახურება შესთავაზოს  მომხმარებლებს და ამავე დროს, მაქსიმალურად იზრუნოს მათ კმაყოფილებაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაზინისა და ფინანსური სერვისების გუნდს თავდაუზოგავი მუშაობისთვის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში.

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics