15:32 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 10:22:42, 397 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს

თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, რომელიც სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული, ორ ნაწილად არის გაყოფილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა დილიდან სამაშველო და გაწმენდის სამუშაოებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ასრულებენ.

მობილიზებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა. თავდაცვის უწყების დანაყოფები მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოებს წყნეთი-ახალდაბის გზაზეც ასრულებენ. ამ დროისათვის წყნეთი-ბეთანიის გზაზე გრუნტის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics