|
2018-11-05 17:41:12, 1987 ნახვა
სამართალი
„გაარკვიონ მქონია თუ არა კავშირი კრიმინალებთან“- დაჩი ცაგურია გვარამიას დაკითხვას ითხოვს
რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია, „რუსთავი 2“-ის გენრალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს. საქმე ეხება, ნიკა გვარამიას საუბარს გადაცემა „კვირის აქცენტებში“, სადაც ის „ქართული ოცნების“ და დაჩი ცაგურიასა კრიმინალური ავტორიტეტების წინასაარჩევნო გარიგებაზე, რომელიც არ შედგა და რის გამოც ,ცაგურიას ე.წ. კანონიერი ქურდები ემუქრებიან. „დაჩი ცაგურიას უთხრეს, რომ სამტრედიაში ადგილობრივ ავტორიტეტებს დალაპარაკებოდა, ისე გააკეთე რომ სამტრედია მოვიგოთ და შემდეგ ფულს გადავიხდითო, „გრევი“ იქნებაო... სამტრედიაში წაგების შემდეგ ე.წ. კანონიერმა ქურდებმა „გრევი“ მოითხოვეს, რაზეც დაჩი ცაგურიამ უთხრა, რომ დიდი ბოდიში, „გრევი“ არ იქნება, რადგან არჩევნები წავაგეთო. ქურდებმა უთხრეს: კარგი, მამაშენმა იცის სად გეძებოს, როცა დაიკარგებიო. არის კატის დღეში, უბედური ცაგურია და მამამისი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაფრთხილო, ცუდად არის ეს ბიჭი. არ ვიცი მან გითხრათ თუ არა, მაგრამ საფრთხის ქვეშაა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან და მიაქციეთ ყურადღება, რადგან ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და ნამდვილად არ მსურს, დამნაშავეების ხელში მოხვდეს, მითუმეტეს, სხვის დავალებას ასრულებდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცაგურია გვარამიას ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოსაწყობად კეთდება. ამასთან, ნიკა გვარამის გამოკითხვას ითხოვს. „დღეს 17:30-ზე მთავარ პროკურატურაში (ორთაჭალაში) შემაქვს განცხადება გვარამიას ბოდვებთან დაკავშირებით, ვითხოვ გამოიძებას იმ ფაქტების რაზეც გვარამია წუხელ საუბრობდა. მე მიაჩნია რომ ეს იყო ირიბი მუქარა, არანაირი კავშირი მქონია ქურდულ სამყაროსთან და შესაბამისად არც არანაირ საფრთხეს არ ველი რაღაც გაუგებარი ვითომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან. მე ერთადერთი რისი ეჭვიც მაქვს ესაა დაგეგმილი პროვოკაცია ნაცმოძრაობისა და მათი რუპორის გვარამიას მხრიდან. თუ რაიმე მოხდა მინდა ყველამ იცოდეს რომ ჩემი ვარაუდით ეს იქნება მხოლოდ გვარამიასა და მისი პარტიის მხრიდან განხორციელებული ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოსაწყობად. ერთი სიტყვით ვითხოვ გამოძიებას, დაიკითხოს გვარამია, რათა სამართალდამცავმა სტრუქტუტურებმა გაარკვიონ მქონია თუ არა ოდესმე კავშირი კრიმინალებთან და მიპირებენ თუ არა პროვოკაციას გვარამია და მისი პარტიის ლიდერები, მე მათგან არაფერი გამიკვირდება“, - წერს დაჩი ცაგურია.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)