12:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 13:37:42, 1428 ნახვა

კომენტარი
უგულავა: ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო

"ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

უგულავას თქმით, ივანიშვილის განცხადებამ მას წარსული გაახსენა. 

"ერთ ერთი საეტაპო არჩევნების წინ, როცა ხალხი ჩვენზე ლეგიტიმურად გაბრაზებული იყო, შემოგვიტანეს ბილბორდების დიზაინი. კახი კალაძე და ბევრი "ორმოჩდარვა" იყო ზედ გამოხატული. ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის პირველი სამუშაო დღე იყო. დახედა დიზაინს და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ეს ხალხი დამალეთ და ხალხს გაჭირვებაზე ესაუბრეთ, უფრო კი მოუსმინეთ. ეტყობა ამათაც ჩამოიყვანეს თავის "როზნერი". ისევ წარსული გამოცდილებიდან გეტყვით. ლაპარაკით დაპირების ლიმიტი უკვე ამოწურეთ. ახლა პენსიაზე და სოცდახმარებაზე საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაა - მიიღებენ, გაუხარდებათ, მაგრამ მაინც დაგსჯიან. არაფერს არ ეუბნები მომავალზე ხალხს, გარდა ოცნების ძველი გვარდიას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაგასაქმებისა და ტენდერებზე ხელის მოთბობისა. აქაც მოქრთამვა. მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო. ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს მთავრობა თუ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ ეხლა. სხვა ყველა გზა ოცნების ალეწვაა", - წერს გიგი უგულავა. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics