13:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 11:39:54, 1678 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, სარეცხი საშუალება „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, სარეცხი საშუალება ,,ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოავლინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული   8943 ბოთლი ,,ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics