12:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 13:41:42, 1265 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ახლა გაიგო, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს

სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას უკავშირდება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აიუძულა.

„გუშინ გავრცელდა ბატონი მამუკა ბახტაძისგან, პრემიერ მინისტრისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. პირადად მე, არაერთხელ მივსულვარ იქ ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 2019 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქრთულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არც ერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული. რატომ აკეთებს და რატომ ამბობს ამ ყველაფერს ახლა ,,ქართული ოცნება“. იმიტომ,რომ ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ისინი 10 ლარის ნაცვლად, 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ბახტაძის თქმით, ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

„ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics