21:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:14:28, 896 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი გორსა და ქედაში მომხდარ ფაქტებზე - ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს, დამნაშავეები აგებენ პასუხს

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარ 8 წლის ბავშვის მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ,  მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიაზე, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა.

„გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 3 პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების  წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად  აგებს პასუხს კანონის წინაშე. 

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics