11:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 13:53:19, 1387 ნახვა

კომენტარი
კარლო კოპალიანი - ენზელ მკოიანს ვაშაძემ დაურეკა და ემუქრებოდა, გიორგი იყო თუ გრიგოლი არ ვიცი [ვიდეო]

„პროვოკაციაზე გამოიწვიეს კაცი და ყველას ნერვები აქვს, რა ქნას, გასცა პასუხი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კოპალიანმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ენზელ მკოიანს ოპოზიციის წარმომადგენლები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„ღია მუქარით გადავიდნენ დეპუტატზე, დედას გიტირებთ თუ არ მოხსნი კანდიდატს, ჩვენ ხვალ მოვალთ... ვინ არის ასეთი ვაშაძე რომ უკვე ემუქრება პარლამენტის წევრს, აქვს უფლება ? გააშუქეთ ჟურნალისტებმა, რატომ დაურეკა, როგორ დაურეკა და რა სიტყვებით ელაპარაკა მკოიანს ვაშაძე. გრიგოლი იყო თუ გიორგი იყო არ ვიცი, ვაშაძე იყო, მკოიანს კითხეთ“, - განაცხადა კარო კოპალიანმა.

შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics