|
2018-10-20 19:54:01, 2106 ნახვა
სამართალი
გიორგი ხოჯევანიშვილი მირზა სუბელიანზე - ჩვენი ნაცნობობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ და მათი საქმიანობის სფეროები არ იკვეთებოდა. თუ იცნობთ და რა სახის ნაცნობობა გაკავშირებთ მირზა სუბელიანთან? - მირზა სუბელიანს ნამდვილად ვიცნობ. მართალია ერთ უწყებაში ვმუშაობდით, თუმცა ჩვენი საქმიანობის სფეროები არ იკვეთებოდა, ამიტომ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ნაცნობობა. რა მიმართულებით მუშაობდით სასჯელაღსრულების სამინისტროში? - სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ვკურირებდი, რაც თავის მხრივ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას გულისხმობს. როგორ შეაფასებდით მირზა სუბელიანის მოსაზრებას თქვენთან მიმართებაში? - ჩანაწერების მიხედვით, თუკი ეს ნამდვილად ავთენტურია, ეს არის მირზა სუბელიანის მოსაზრება, მას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან თუ პერსონასთან მიმართებაში, თუმცა ამ ვთვლი საჭიროდ ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთების აუცილებლობას, რადგანაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სამსახურიდან შეცვლის საკითხს, ესეც ჩემი სურვილით მოხდა, ვინაიდან მივიღე საინტერესო შემოთავაზება და შესაბამისად, გავაგრძელე საქმიანობა კერძო სექტორში, რაზეც უკვე არაერთხელ მისაუბრია მედიასთან. სუბელიანმა ჩანაწერში თქვენი ქონებრივი მდგომარეობაც ახსენა - დიახ, თუმცა შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემ დეკლარაციას, ეს საჯაროა ყველასთვის და ამ საკითხზეც არაერთხელ ვისაუბრე მედიასაშუალებებთან. ის, რა ქონებასაც ვფლობ, შეძენილია საოჯახო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებით, დივიდენდითა და ასევე ჩემი სხვადასხვა წლებში გაკეთებული დანაზოგებით. ასევე, ჩემი საკუთრების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მაქვს მიღებული.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)