14:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 13:01:37, 1019 ნახვა

საზოგადოება
დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2018“) მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს.

„ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალებიც შეუერთდა და ამის აღსანიშნავად გენერალური შტაბის ეზოში „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღიმართა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ სიდნეიში ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics