13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 12:03:58, 1194 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ კარლ ჰარცელს საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კარლ ჰარცელის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში. განსაკუთრებულია ევროკავშირის პროგრამების როლი აჭარაში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და განათლების მიმართულებით.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ცურა, ევროკავშირის დელეგაციის წევრი და თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ესწრებოდნენ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ იჩენს.

ევროკავშირის ახალი ელჩი აჭარას დღეს ესტუმრა. კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და შეხვედრები გამართა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან. ხვალ იგი ბათუმში „ევროპის დღეების" საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics