13:57 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 10:01:31, 1678 ნახვა

საზოგადოება
თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადარბაზოს რეაბილიტაციისას ადრეული მხატვრობის ნიმუში გამოვლინდა

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა.

მერიის ინფორმაციით, ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.

ამ დროისთვის, სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მხატვრობასთან ერთად, ასევე, პირვანდელი სახით აღდგება კარები, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები.

შენობა 1989 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წინასწარი დათვალიერებით, წელიწადის დროებია გამოსახული, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მიმდინარე სამუშაოებსა და მხატვრობის ადრეულ კომპოზიციას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics