03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 17:48:54, 2334 ნახვა

კომენტარი
კაკაურიძე: სწორედ იმიტომ გვაქვს კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გავანაწილოთ არსებული რესურსები

სწორედ იმიტომ გვაქვს კონსულტაციები როგორც სამინისტროებთან, ასევე საკომიტეტო ფორმატში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გავანაწილოთ არსებული რესურსები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა აგრარულ სექტორში ცალკეული პროგრამებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე.

"ამ ეტაპზე, ფაროსანას საწინააღმდეგოდ გათვალისწინებულია 35 მილიონი ლარი. თუმცა კონსულტაციები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, ნაწილი პროექტებისა, დაფინანსებულია მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან და მომავალ წელსაც აღნიშნული ფონდიდან გაგრძელდება დაფინანსება, ნაწილი კი სამინისტროს ასიგნებებიდან მიიმართება. ჩვენ ვნახავთ, განვიხილავთ შენიშვნებსა და წინადადებებს და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარინტში ეს წინადადებები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics