13:18 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 11:57:57, 723 ნახვა

საზოგადოება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში ქართული კინოს რეტროსპექტივა იმართება, სადაც 10 ოქტომბერს კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას" - ჩვენება და რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, დღეს კი ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა.

მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა."-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს გამოიცა წიგნის ინგლისური ვერსიაც, რომელიც ავტორებმა -სოსო დუმბაძემ და ეროვნული არქივის წარმომადგენელმა, კინომცოდნე ნინო ძანძავამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 10 ოქტომბერს წარადგინეს.

ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში 11 ოქტომბერს ეროვნული არქივი მაყურებელს წარუდგენს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს: „დილის ათი წუთი" (1931), „ხაბაზები" (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (1985).

ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში ნაწილია საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი".

ფილმების ჩვენების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://deutsches-filminstitut.de/blog/filmland-georgien/

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics