02:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 17:41:53, 1505 ნახვა

კომენტარი
იზორია: თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული, 2017 წელს ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა

მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ. ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი. უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ ლარამდე შემცირდა”, - აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გამომწვეულია ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით.

„ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასაპინძლეთ ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა. ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. 2017 წელს პირველად გვქონდა საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში. რაც ხაზმგასმით მინდა ვთქვა, ოფიცილაური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი იყო გამორჩეული, საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. 2017 წელს ათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა, აქედან ნახევარზე მეტი პირველად ესტუმრა საქართველოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics