|
2018-10-07 16:37:22, 1776 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა
ამ ქვეყანას ამოძრავებს მისი განვითარების იმედი, აქაც ეს რეგიონი სამაგალითოა,- ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს. „განვითარების მაგალითი არის სწორედ დღეს რაც აქ ხდება მეღვინეობაში. საუბარი იყო, რომ სეტყვა და რთული პირობებია ამისთვის, მაგრამ ეს უკვე არის განვითარებული დარგი და ეს ისე სწრაფად მოხდა და იმდენად არის ეს ცოცხალი განვითარება, რომ ჩვენ ამას უნდა ვუყურებდეთ იმ სიძნელეებთან ერთად, რომელიც გავიარეთ და შეიძლება კიდევ შეგვხვდეს, რადგან სტიქია არის დღევანდელი მსოფლიოს საერთო პრობლემა, რომელსაც ყველა ვებრძვით. ჩვენი ეს დარგი არის მართლაც ცოცხალი, განვითარებული, ძლიერი და ყოველდღე ძლიერდება. ჩვენ, ამას უნდა ვხედავდეთ და იმასაც უნდა ვხედავდეთ გარედან, როგორ გვიყურებენ, როგორ დაინახეს და აღიარეს, რომ საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, არა რაოდენობით, არამედ ხარისხით და იმიტომ, რომ ის არის სხვანაირი ავთენტური ჩვენი მეღვინეობა და ეს მაგალითი, რომელიც გადადის უკვე სხვა რეგიონებზე არის მაგალითი, რომელიც უნდა გადავიდეს სხვა სფეროებში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. NS
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)