03:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 13:34:13, 2512 ნახვა

სამართალი
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მცხეთის იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გახსნა.

უწყების ცნობით, სიახლე საპილოტე რეჟიმში, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

„ადგილზე უკვე მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამედიცინო პუნქტში 4 ექიმი დასაქმდა, რომლებიც მომავალში იზოლატორში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.

შერჩეულმა ექიმებმა, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში შესაბამისი გადამზადება გაიარეს.

წლის ბოლომდე, სამედიცინო პუნქტების გახსნა, ეტაპობრივად სხვა იზოლატორებშიც მოხდება.

პროექტი, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics