10:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 11:20:12, 1192 ნახვა

საზოგადოება
„ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი  მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანის, კანონმდებლობის შემუშავების და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. 

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მომსახურებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანიების DEKONTA-სა და MEDISTYL-ის წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეებს „ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის პოტენციალის შექმნა - CLP და REACH რეგულაციების დანერგვა“ პროექტი გააცნეს. 

შეხვედრას სხვადასხვა  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics