02:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 20:29:57, 2581 ნახვა

კომენტარი
ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტზე: ეს არის ფარსი, ასეთი რამე არ ყოფილა

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს.

როგორც მან სასამართლოში, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარცხალაძის მხრიდან მასზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა. ეს არის ფარსი, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი, რომ მე ამ თემაზე ვილაპარაკო. ასეთი რამე არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა მორიგი აუდიოჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილთან საუბრისას სარდაფის ინციდენტზე ლაპარაკობს.  როგორც "კვირის აქცენტებში" ოქუაშვილმა განმარტა, ყიფიანი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დასაჯა. მისი თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის საქმეში ჩარევის გამო, ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით დაემუქრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics