00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 16:16:32, 1885 ნახვა

კომენტარი
ბოკერია უმრავლესობას: როდის მიხვდებით, რომ ზურაბიშვილი სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდოდატს აკრიტიკებს. 

როგორც ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიტორიკა ქვეყნისთვის საზიანოა. 

"თქვენ როდის იხმართ ტერმინს „სამარცხვინოს“ სალომე ზურაბიშვილზე? ახლა ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი იქ თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშფოთდებით, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებთან რომ ჩავა და თუ იტყვის, რომ ის ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო? რა უნდა ქნას, თუ ასლან აბაშიძის დროშა ააფრიალოს აჭარაში? როდის გეყოფათ ზღვარი და მიხვდებით რომ ეს სამარცხვინო კი არა საშიშია ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ ბოკერიას ამ განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობა გააღიზიანა და ამას დარბაზში დებატები მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ,  „ევროპულმა საქართველომ“ დარბაზი დატოვა. მანამდე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა. კობახიძს თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ზურაბიშვილის განცხადებებს ინტერპრეტირებულ სახეს აძლევს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics