00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 16:03:15, 1533 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება ხდებოდა მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ნინოწმინდაში, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ორმაგი მოქალაქეობის მიღება უკვე შესაძლებელია.

“ვიცი, რომ მთელ ევროპაში არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა იყოს ოფიციალურად აღიარებული, ან ნებადართული. ამიტომ, ახლა, ამ წელს, კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა არ არის აკრძალული. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და უკვე შესულია ძალაში. ამიტომ, შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივი წესით ორმაგი მოქალაქობის მიღებაზე. თუმცა აქ ერთი მაგრამი არის, კანონში ჩავწერეთ, იმისთვის რომ პირმა აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა საუბრობდეს ქართულად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

აუდიოჩანაწერს ადგილობრივი რადიო NOR-ი ავრცელებს









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics