01:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 15:27:48, 2745 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი სოფელ ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება

სახალხო დამცველი სოფელ ხურვალეთიდან საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ოთინაშვილის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე მოხდა.

„2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში" დახმარება“,  - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics