23:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 13:35:32, 1493 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: „ომეგასთან“ დაკავშირებით რაც მეტი ჩანაწერი გავრცელება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი

„რა ლოგიკაა, როცა გრაფიკი შეგიძლია გააკეთო, გადაიხადო, ამით ვალი შეიმცირო და უფრო ძვირს იხდი ქრთამად? ამიტომ ვამბობ, აბსურდია და რაც მეტი ჩანაწერი იქნება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული ჩანაწერები დამონტაჟებულია. მფლობელებს კი, გრაფიკის სახით იმის მცირედი თანხაც, რომ შემოეთავაზებინა, უწყება დავალიანებას გადაუვადებდა.
„უარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს გაუჭირდებოდა, ახალი რამე გრაფიკი მიეღო. ამ კომისიის

არშეკრება ნიშნავდა, რომ კარი იყო ღია „ომეგასთვის“, თუ მას რაიმე სახით ვალის შემცირება უნდოდა. მართალია დადასტურდა, რომ „ომეგასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია, მაგრამ წავიდეთ ამ დაშვებით – რა მილიონებზეც იქ არის ლაპარაკი, გრაფიკის სახით იმის მცირედი თანხაც რომ შემოეთავაზებინა, ჩვენ ვუვადებდით. რომ ნახოთ ციფრები, ბევრად დაბალია, ვიდრე ის შეთავაზებები, რაც იმ სატელეფონო საუბრებშია. ამიტომ რა ლოგიკაა, როცა გრაფიკი შეგიძლია გააკეთო, გადაიხადო, ამით ვალი შეიმცირო და უფრო ძვირს იხდი ქრთამად? ამიტომ ვამბობ, აბსურდია და რაც მეტი ჩანაწერი იქნება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი, დამერწმუნეთ ამაში, თქვენ თვითონ დარწმუნდებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics