22:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 23:12:55, 1856 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩემს ოჯახს, თავი ჰქონდა გადადებული „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში

„ჩემს ოჯახს თავი ჰქონდა გადადებული იმ ბრძოლაში, რასაც ერქვა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლის მონაწილე ვიყავი იმ სტატუსიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მქონდა”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო და აქტიურობა შედარებით შეზღუდული ჰქონდა. 
“მე აქციებშიც  ვიღებდი მონაწილეობას და მამაჩემი კიდევ უფრო რადიკალური. მე ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი. შესაბამისად, შეზღუდული მქონდა შედარებით აქტიურობა, მაგრამ ამ პირობებშიც, მე ოპოზიციურ აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც ერთი მონაწილე. ამაზე პასუხს ვაგებ. ამის ბევრი  მოწმე მყავს და რაც შეეხება ჩემს ოჯახს, თავი ჰქონდა გადადებული იმ ბრძოლაში, რასაც ერქვა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლის მონაწილე ვიყავი იმ სტატუსიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მქონდა. ამაზე ნათელი პასუხი მაქვს ძალიან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics