16:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 17:20:34, 3629 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულია 11 ადამიანი

საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც 11 ადამიანია დაკავებული, - ამის შესახებ france24 იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,  ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს დანკირკის გარეუბანში მდებარე მუსლიმური ორგანიზაციის შტაბბინა ალყაში აქვს მოქცეული. პოლიცია შიიტი მუსლიმების ცენტრის შენობაში ჩხრეკას ატარებს.

მედიის ცნობით, ოპერაციაში 200 ძალოვანი მონაწილეობს. დაკავებულთა შორის ორგანიზაციის ლიდერი, იაჰუა გუასმი, რომელიც ანტისიონისტური მოწოდებებით და ირანთან კავშირებითაა ცნობილი. ძალოვანები ჩხრეკას დაკავებულების საცხოვრებლებშიც ატარებენ.

როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, მუსლიმური ცენტრის ხელმძღვანელობა რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, გამოძიებამ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშები 6 თვით დააყადაღა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics