23:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 15:27:32, 1722 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი და ერთი გადასახადების გადახდაა

„ამ ფაბრიკაციაზე არ არის სწორი ამდენი დროის ხარჯვა, მე მინდა გაგახსენოთ ცნობილი გამოთქმა: ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი და ერთი გადასახადების გადახდაა. ასეთი სპეკულაციებით ვერავინ შეძლებს გადასახადების გადახდას აარიდოს თავი“ - ასე შეაფასა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,/ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გაჟღერებული ბრალდებები.

თორნიკე რიჟვაძე დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების 6 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. იგი გამოეხმაურა ასევე გასულ წელს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მხრიდან  ძვირადღირებული ავტომანქანების  აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ტურიზმის დეპარტამენტზე  საჩუქრად გადაცემის ფაქტს.

მისი თქმით, ჩუქების ფაქტი ნებაყოფლობითი აქტი იყო ბიზნესმენის მხრიდან. 

„ეს საკითხი შეიძლება გადაიხედოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics