23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 14:49:09, 2068 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - არ გვინდა არჩევნები შავი პიარის ფონზე წარიმართოს, თორემ გრიგოლ ვაშაძის ბევრი ფრაზა არსებობს, თუ როგორ უყვარს რუსეთი

„მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ბინძური კამპანია მიმდინარეობს“.

"ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ" საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება. როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის, უბრალოდ, პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა დავემსგავსოთ მას. გესმით თქვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპულ საქართველოს", „ნაციონალურ მოძრაობას" - ამ, აბსოლუტურად, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics