|
2018-09-27 10:26:03, 1377 ნახვა
საზოგადოება
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში დოკუმენტური ფილმისა და ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუხი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კვალდაკვალ“, ფოტოალბომისა და ჟურნალისტ მაყვალა ბერიანიძის წიგნის „რუხის ციხე-სიმაგრესთან ნათქვამი ფიცით...“ პრეზენტაცია გაიმართა. დარბაზში გამოფენილი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და სახალხო ზეიმის ამსახველი ისტორიული ფოტოები. ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ინიციატივით დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, რუხის შეხვედრების მონაწილეები, ჟიული შარტავას მეუღლე და მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)