06:11 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 12:09:48, 1472 ნახვა

საზოგადოება
„პანკისობა“ დღეს აღარ გაიმართება - ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება. პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობლებმა და ადგილობრივებმა აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები "პანკისობა 2018"-ს ჩატარებას აპროტესტებდნენ. მათ მემორიალის შესასვლელი ჰქონდათ გადაკეტელი და "პანკისობაზე" მანქანებს შიგნით არ უშვებდნენ. ამფითეატრში მისულ მოსახლეობას, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული.

აქციის დროს ინციდენტიც მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი მოქალაქე მსუბუქი ავტომობილით ბავშვებს და ქალს დაეჯახა. ის ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს. 

 

ინფორმაციას ამის შესახებ „პანკისის სათემო“ რადიო ავრცელებს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics