03:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 16:51:38, 1306 ნახვა

რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო - სეტყვისგან დაზარალებულ მევენახებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ

18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახი დააზინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თელავში განთავსებული რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ადგილზე მდგომარეობას ოპერატიულად გაეცნენ.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში. წინასწარი ინფორმაციით, სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი.

ანდრო ასლანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია.

ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 190-მა ღვინის კომპანიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics