|
2018-09-17 17:49:45, 1717 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ხაზარაძის ინიციატივით თსუ-ს წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ
6 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია, რომელიც სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკისრა, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების 5 წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდიის სახით გადაეცა. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას პერმანენტული სახე მიეცემა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტები ფულად ჯილდოს ყოველწლიურად, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიიღებენ. „ჟურნალისტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მათი ობიექტური და მიუკეძოებელი საქმიანობა არის გარანტია იმისა, რომ საზოგადოება სწორად იქნება ინფორმირებული. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ თავისუფალი ჟურნალისტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, ეს სტიპენდია არის ერთგვარი წახალისება, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძის პირველი სტიპენდია 5 წარჩინებულ სტუდენტს დღეს თსუ-ში სწავლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაეცა.
(R)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)