22:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:04:49, 2497 ნახვა

სამართალი
თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად  ე.კ. 2018 წლის 1 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics