|
2018-09-15 10:13:27, 1046 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ბარიშნიკოვს „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა
მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და მსახიობს, მიხეილ ბარიშნიკოვს, თბილისის მერის სახელით, „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა. მიხეილ ბარიშნიკოვი საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, მიხეილ ბარიშნიკოვი საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი და თავისუფლების სიმბოლოა. „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პირველი სპექტაკლი გაიმართა. ჩამოსულია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც არის ლეგენდარული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, ფაქტობრივად, თავისუფლების სიმბოლო და ასეთად რჩება დღემდე. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ საქართველო და თბილისი ამოარჩია, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მისი მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო, ქალაქ თბილისის მერის სახელით, საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის გასაღები გადავეცით“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ წარმოდგენის დასრულების შემდეგ. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თბილისი წელს მეათედ მასპინძლობს. ფესტივალი არამხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ფესტივალი მიხეილ ბარიშნიკოვს, თაიგერ ლილიზს, ცირკ ელუაზს, თალია თეატრს ნინო ხარატიშვილის რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო ფორმის წარმოდგენას აერთიანებს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)