00:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 21:05:01, 888 ნახვა

საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას მართავენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა წვიმის გამო, ადგილზე კარვის გაშლა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აღნიშნულმა ზაზა სარალიძის უკმაყოფილება გამოიწვია.

„თქვენ მოგზავნილები ხართ. ვინ დაგავალათ აქ მოსვლა?! რა უფლებით არ გვაძლევთ კარვის გაშლის საშუალებას?!“, - მიმართა სარალიძემ სამართალდამცველებს.

ამის შემდეგ ის საავტომობილო გზაზე გადავიდა, თუმცა პოლიციამ იგი კვლავ ქვეითებისთვის განკუთვნილ ადგილზე გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველების რაოდენობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიზარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics