19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 16:05:54, 1440 ნახვა

სამართალი
კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და  ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა".

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით)  წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics