16:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 19:24:20, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება.

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ამ შემთხვევაში მარიხუანას და ამ კუთხით არის დღეს ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ამაზე სასწრაფოდ არის საჭირო კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა",- განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი.

„ასევე, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც სხვა ტიპის ნარკოტიკებს და შესაბამის საკითხებს ეხება, ამაზე მუშაობა გაგრძელდება. შეიძლება,  ერთიან პაკეტშიც განვიხილოთ  ორივე ეს საკითხი",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics