|
2018-09-07 18:28:01, 1104 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს ინიციატივით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვისა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კაჭრეთში ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა. როგორც გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ საკუთარ ხედვა და გამოცდილება გავუზიარეთ. იმისათვის, რომ იყოს ერთგვაროვანი აღქმა კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმისა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. ასეთი მსჯელობა აუცილებლად შეუწყობს ხელს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სანდო და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას“ - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებში ჩართული თითოეული მხარის პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებას. მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ერთგვაროვანი მიდგომა რიგ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივითა და სწავლების ცენტრის ჩართულობით, 6-7 სექტემბერს იმართება.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)