14:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 18:09:31, 2147 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, - ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა

„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, - ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას.

ინაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა,- ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა. ეს არის ჩემი, ირმა ინაშვილის გამოწვევა, ია მეტრეველის გამოწვევა, ჯამბულ გამცემლიძის გამოწვევა, ყველა იმ ქართველის გამოწვევა, ვინც 2 წელია სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა სადისტების და მანიაკების აღზევება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილხართ თქვენ, ვინც 2 წელია კოჰაბიტაციის პროგრესულობასა და სიკეთეში გვარწმუნებდით. მეტს გეტყვით, ვაგაზაშვილით არ დასრულდება. გაგრძელდება. ვინ იცავს ჩვენს საზოგადოებას გაექსპერტებული მკვლელებისაგან? გაპოლიტიკოსებული "ზონდერებისაგან"? თანამდებობებზე დაწინაურებული ნაცისტებისგან? დატოვეთ ხელისუფლება, დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი რამდენიმე საათის წინ, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics