23:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 10:51:45, 996 ნახვა

საზოგადოება
ნიუ-იორკის სასამართლო ავთანდილ ხურციძის განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი 7 სექტემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, სასამართლო დილის 10:00 საათზე (საქართველოს დროით 18:00 საათზე) გაიმართება.

მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე ქეთრინ ფორესთს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა მსჯავრდებულის ცნობით, სხდომის თარიღი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. მოგვიანებით მაყაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების, ხურციძეს კი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics