19:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 14:49:04, 1385 ნახვა

სამართალი
ბარნოვზე მოკლული გოგოს დედა: ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემი შვილიშვილების დაწვაც სცადა

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, ვეფხია ბაქრაძემ, მისი შვილი შვილიშვილების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა.

როგორც მოკლულის დედამ ჟურნლისტებს განუცხადა, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი.

„ჩემზე ძალადობდა, ის არის მოძალადე, მკვლელი, უკანასკლნელდ აღვირახსნილი ადამიანი, ის რომ ჩემზე ძალადობდა იმიტომ ვიყავი წინააღმდეგი ამ ყველაფრის, რომ მაგასთან მეცხოვრა, ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო და მაგასაც ნამდვილად დავადსტურებ.ბენზინი ვიპოვე და ბავშვების ტანსაცმელ იყო ბენზინიანი, აბა ახლა ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს ხო?!“, - განაცხადა განაცხადა ნათია გაბოძემ.

შეგახსენებთ, რომ  13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics