13:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 11:55:10, 4015 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის ტერაქტს ქაბულში 25 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში ორმაგი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 95 დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე აფეთქება ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა.

მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი სპორტდარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა, რის შედეგად 6 სპორტსმენი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. ტერორისტების სამიზნე ასევე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც პირველი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ტერაქტის დროს აგრეთვე Tolo News-ის 2 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 4 კი, დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 7 პოლიციელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics