22:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 15:27:51, 987 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შიდა აუდიტი სწავლობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ეხმაურება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხს შიდა აუდიტი ზედმიწევნით სწავლობს და დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.   

„ყველა მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე, გრიფირების პროცესს სწავლობს შიდა აუდიტი. რადგანაც ინფორმაციები ჯერ კიდევ შემოდის, ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს დასკვნა. ეს იქნება გამჭვირვალე და შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ზომები იქნება შესაბამისი, უმკაცრესი, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების სახელმძღვანელოებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია,  მომავალში პროცესი წარიმართოს სწორად, სწორი მენეჯმენტით, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე კითხვები აღარ გაჩნდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics