16:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 18:53:35, 1624 ნახვა

სამართალი
კოჯრის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების დაჭრის საქმეზე, ორ წვევამდელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ჩხუბის დროს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები ე. ჩ. და ნ.გ.  დააკავეს.

პრკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს, ქ. თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე,  სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის  სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს.

„დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს - 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის ,, 31“ აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით“, - ნათქვმია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics