|
2018-08-31 16:24:08, 1393 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის დაკვეთით, საგზაო პროექტი დაიწყო ბერძენიშვილის ქუჩაზე, სადაც, გეგმის მიხედვით, 4 520 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოების შედეგად, როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები შეკეთდება და ახალი ბორდიური მოეწყობა. პროექტის ღირებულება 162 358 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ატენის ქუჩაზე - II შესახვევში და N6-8-ის მიმდებარედ. გზის საფუძველი და ასფალტის საფარი 2 230 კვ. მ. ფართობზე განახლდა. ჭავჭავაძის 39ა-ში კი, 1000 კვ.მ-მდე მონაკვეთი მოწესრიგდა. ვაკის რაიონის ცენტრალური უბნის მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაჟა-ფშაველას კვარტლებში ხორციელდება. შიდა გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის სრულდება VI კვარტლის II და VI კორპუსების მიმდებარედ. გზის საფარი 2 640 კვ. მ. ფართობზე უკვე გამოიცვალა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 137 271 ლარი გამოიყო. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის VIII კორპუსთან კი 600-მდე კვ. მ. მონაკვეთი რეაბილიტირდა. ამავე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)