02:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 14:43:23, 2777 ნახვა

ეკონომიკა
ბელარუსიიდან აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 34%-ითაა გაზრდილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს.

ამჯერად, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს  წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელარუსიიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა უკვე გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი.

ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. დღეს, კი მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. რაც შეეხება, უშუალოდ ბელარუსს, ის აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, რეგიონში 34%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.

 

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics