20:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 14:17:46, 1343 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ.

ამასთან, მერმა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ღამის საათებში ავტობუსები პარასკევს და შაბათს იმუშავებენ. 

"ოქტომბერში ვგეგმავთ საქართველოში ძალიან დიდი ფორუმის ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება. მასზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან „ღამის მერები“. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა და ასე შემდეგ. პირველი პროექტი, მაგალითად, ავტობუსების დამატება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ღამის საათებში, განსაკუთრებით, პარასკევი-შაბათი. ამას ვაკეთებთ და სექტემბერის შუა რიცხვებიდან ეს პროექტი ჩაეშვება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics