22:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 13:19:30, 634 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ირჟი პრეცლიკს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ირჟი პრეცლიკს  შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ   მადლიერება გამოხატა ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო 14 სექტემბერს დაგეგმილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მარტა ნოვაკოვას საქართველოში ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი  ბათუმს თანმხლებ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ჩატარდება ბიზნეს ფორუმი და გაიმართება  შეხვედრები ოფიციალურ პირებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics