|
2018-08-31 11:04:25, 1040 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონს ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატება. პროექტის ფარგლებში, ზღვის უბნის მე-4 კვარტალში, N7 კორპუსის წინ კაუჩუკის მოედანი მოეწყო და ხის ატრაქციონები დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „ყველა ატრაქციონი ხის მასალისგან არის დამზადებული. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, კონსტრუქციაც გამძლე და მყარია. რამდენიმე ატრაქციონის გამოყენება სპეციალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შეუძლიათ. ვცდილობთ ჩვენი პატარებისთვის მეტი გასართობი სივრცე მოვაწყოთ. სამწუხაროდ, სკვერებში და ასეთ მოედნებზე ინფრასტრუქტურის დაზიანების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. კარგი იქნება, თუ მოსახლეობაც უფრო მეტად გაუფრთხილდება გასართობ-დასასვენებელ სივრცეებს,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ზღვის უბანში დასრულებული პროექტის გარდა, ატრაქციონების მონტაჟი კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს: ბენდელიანის ქ. N12 და ჭყონდიდელის ქ. N20ა. ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი საბავშვო მოედნის მოწყობა დაიწყება. ხუთივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 410 ლარი გამოიყოფა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)